გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
წელიწადის დროები
საგანი/პედაგოგი
რუსული ენა/მაია ხომერიკი
სწავლების საფეხური/კლასი
პირველი საფეხური/VI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
26 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მოსწავლეები გამოიყენებენ წინარე ცოდნას, დააშენებენ ახალ მასალას, ისწავლიან უცხო სიტყვებს, შეადგენენ წინადადებებს, გამოიყენებენ ახალ გრამატიკულ კონსტრუქციებს: არსებითი სახელი+ზედსართავი სახელი
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
უცხ.დ.I.1. მოსწავლე შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება.       
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე .

უცხ.დ.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით .


უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით;
·           პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით .
·           პასუხობს ზეპირმეტყველებაში ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე (მაგ., რა ჰქვია, რა აქვს, როგორია, რას აკეთებს და სხვა).

ü  მოსწავლეები გამოიყენებენ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას, ისწავლიან ამინდის აღწერას, საუბარში გამოიყენებენ ცისარტყელას ფერებს;
ü  ისწავლიან არსებითი სახელისა და ზედსართავის სახელის ჩასმას მრავლობით რიცხვში.
წინარე ცოდნა
·         მოსწავლეები ახერხებენ წელიწადის დროების დასახელებას, ფერების დასახელებას მხოლობით რიცხვში.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი გამსაზღვრელი შეფასების სქემის მიხედვით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დაფა, წიგნი, ნახატები, ცხრილი, დისკი, ლეპტოპი.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მოსწავლეთა ორგანიზება _ 2 წთ.
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 1 _ გონებრივი იერიში _ კითხვა-პასუხი _ 5 წთ.
1.       რომელი ფერები გიყვართ?
2.       წელიწადის რომელ დროს უკავშირებთ თქვენს საყვარელ ფერს?

აქტივობა 2 _ ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება _ 7 წთ.
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს დაათვალიერონ პრეზენტაციაში მოცემული ნახატები და დაასახელონ ყველა ასოციაცია, რაც ნახატის დათვალიერების დროს წარმოეშვათ. ამატებს სიტყვებს: ნათელი, ყვითელი, ცხელი მზე, ნაცრისფერი ღრუბლები, გრილა.8 წუთი.

გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 3-მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფების მიხედვით. თითოეულ ჯგუფს ვანიჭებ სახელებს „მერცხლები“,მზის სხივები“,’’წვიმის წვეთები“,“ფიფქები“.ჯგუფებს ვაძლევ დავალებას.-მოვისმინოთ ტექსტი და ჩავსვათ გამოტოვებული სიტყვები.


ვისმენთ ტექსტს ‘’კალენდარი’’.მოსწავლები აღადგენენ გამოტოვებულ სიტყვებს,ჯგუფები აფორმებენ თავიანთ პლაკატებს.10 წუთი

გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია

ვიყენებთ წინასწარ მომზადებულ ცხრილს.
მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას:
შევავსოთ ცხრილი და გადავიყვანოთ წინადადები მრავლობით რიცხვში.5 წუთი

მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას,აძლევს მიმართულებას. 2 წუთი
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს 3 წუთი.

No comments:

Post a Comment